Sunday, December 27, 2009

შენა ხარ ჩემი გულისნათება,

ძველი დარდების გამოჩნდა ბოლო,

პეპელამ ლურჯი თვალებით ცისკენ ფრთა გაშალა და მიეყრდნო ეროსს,

ჩემთან ხარ ვიცი,ახლოს ხარ, ახლოს,


შენმა ოცნებამ მე ხელი მახლო...

დარდი ახრჩობს უკანასკნელ ცრემლს და მოგონება სადღაც გარბის...

წამებს ვუთვლი უსუსურ ფლირტს ...შენი მზერა მართობს.

ბახუსისგან მორთმეულ ღვინის წვეთებს ვათრობ ,

შენისევ ხარ სადღაც შორს და მე ვნატრობ თოვლს...

ეკატერინე მაღედანი